Friday, October 17, 2008

ქართველი ერის საგანძური


2)პროექტის მოკლე აღწერა:
ყოველ ერს აქვს თავისი არსებობის სხვადასხვა პერიოდში შექმნილი მატერიალური სიმდიდრე,რომელიც შემდგომ ეროვნულ საგანძურად ქცეულა,მასში შედის:ჩვენი წინაპრების მიერ აშენებული ეკლესია–მონასტრები,ცალკეული ხელოვანების მიერ შექმნილ დამზადებული ძვირფსი ნაკეთობები,რაც შემდგომში ძვირფასი რელიქვიასავით გადაეცემოდა მომავალ თაობებს.ყოველი ჩვენგანის პატრიოტული ვალია მათზე მზრუნველობა და მათ შესახებ გარკვეული ცოდნის დაგროვება.
3)პროექტის სრული აღწერა:
პროექტის განხორციელებისას მოსწავლეები ეწვევიან სახელმწიფო მუზეუმებს,საჯარო ბიბლიოთეკას,ეროვნულ ფონდს,ეკლესია–მონასტრებს.თითოეული ნივთის მიღმა ცალკეული პიროვნება და ქვეყნის განვითარების განსაზღვრული ეტაპია.მაგალითად:ისინი უკეთ გაეცნობიან ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილის ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებასა და ღვაწლს ერის წინაშე.ეს ის ადამიანია,ვინც უცხოეთში ცხოვრებისას,შიმშილისა და გაჭირვების მიუხედავად შეძლო შეენარჩუნებინა ქართველებისათვის ეროვნული საგანძური.
4)მონაწილეთა ასაკი/კლასები:12-14,15-16,17-18.
5)ვადები/ხანგრძლივობა:სამი თვე.
6)პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
მოსწავლეები მოაწყობენ თემატურ შეხვედრებს ცნობილ ისტორიკოსებთან,არქეოლოგებთან,ლიტერატორებსა და მწერლებთან.მოსწავლეები ისაუბრებენ გაწეულ საქმიანობაზე,გამოფენენ მოძიებულ მასალებს,საკუთარი ხელით შექმნილ ცნობილ ექსპოზიციათა ასლებსა და ესკიზებს.
7)მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეები დაინტერესდებიან და უშუალოდ იხილავენ–გაეცნობიან საინტერესო ფაქტებს ისტორიიდან,ეზიარებიან ისტორიულ–კულტურულ ღირებულებებს,შექმნიან შესაბამის ვებ–გვერდს,სადაც განათავსებენ საინტერესო ფოტო–დოკუმენტურ მასალას,გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას ამ თუ იმ საკითხის მიმართ.ვებ–გვერდზე ჩატვირთავენ დოკუმენტურ,ისტორიულ ფილმებს.ეწვევიან მუზეუმებსა და ისტორიულ ადგილებს.
8)სარგებელი სხვებისთვის:
მოსწავლეები ეცდებიან დააინტერესონ თავიანთი თანატოლები სხვა სკოლებიდანაც,მოიწვიონ ისინი და გააცნონ საკუთარი მუშაობის შედეგები.
9)სამუშაო ენა:
ქართული ენა,ინგლისური ენა.
10)საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
პროექტის განხორციელებისას მოსწავლეებს ექნებათ აქტიური კავშირი ისეთი საგნების პედაგოგებთან,როგორიცაა:ისტორია,ქართული ენა–ლიტერატურა,ინგლისური ენა,გეოგრაფია.
11)მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12)პროექტის ფასილიტატორის: სახელი თეა კაპანაძე.
13)პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:tekunakapanadze@gmail.com
14)პროექტის ფორუმი:www.iearn.org(ქართველი ერის საგანძური)
15)პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:www.qartvelierissagandzuri.blogspot.com